მარიამ ბახტაძე
რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი მარიამ ბახტაძე გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელის,რესპუბლიკის სახალხო არტისტის პავლე ფრანგიშვილის თეატრალური დასის ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობია.
თეატრის მუზეუმში ინახება მსახიობის ხელნაწერი,სადაც თავად საუბრობს საკუთარ შემოქმედებაზე.
აღანიშნული როლების გარდა,60-იან წლებში მან დაუვიწყარი სახეები შექმნა სპექტაკლებში:“ზვავი,გაყრა,დედინაცვალი,როგორ მოავარჯულოთ ცოლი,მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა მრავალი.
თეატრალური ხელოვნების უსასრულო სიმაღლეთა ძიებაში განვლო ქალბატონი მარიამის შემოქმედებითმა წლებმა.ჭეშმარიტად თვითმყოფადი მსახიობი,მაღალი პროფესიული მომზადებით,საკუთარი სამსახიობო ხელწერით,მაყურებელთა საყოველთაო სიყვარულით გარემოცული დარჩა იგი ერისთავის თეატრის შემოქმედებით ისტორიაში.