ჟუჟუნა კაბულაშვილი

407467268 750231863812728 8404646849722397713 n



1959 წლის 3იანვარი.ერისთავის თეატრის კარი მსახიობობაზე მეოცნებე გოგონამ- ჟუჟუნა კაბულაშვილმა მოკრძალებით შეაღო და დაიწყო თავდაუზოგავი,მიზანმიმართული ბრძოლა სცენაზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.დებიუტანტი მსახიობი თვალს ვერ უსწორებდა გორის თეატრის სცენის კორიფეების ბრწყინვალებას,ისე გაიარა მათ გვერდით ხელოვნების დიდი სკოლა,განუმეორებელი თეატრალური გაკვეთილები.

მსახიობი განსმჭვალული იყო ძიების წყურვილით,ფართოვდებოდა მისი შემოქმედებითი საზღვრები . მალევე გამოვლინდა მსახიობის მრავალმხრივი შესაძლებლობანი,გარდასახვის უბადლო უნარი.მისი სახეები საოცრად განსხვავდებოდნენ შინაგანი ინდიდუალურობით,მრავალი თეატრალური დეტალით და ნიუანსით, ეს ყველაფერი კი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ბრწყინვალე სამსახიობო ოსტატობით.
ქალბატონმა ჟუჟუნამ ხუთი ათული წლის მანძლზე შექმნა მისეული,ორიგინალური თეატრალური სამყარო და ეს სამყარო უამრავი თეატრლარული ნიღბებით შეავსო.ხანგრძლივი მქუხარე ტაში იქცა მისი შემოქმედებითი ცხოვრების მეგზურად. მოულოდნელად დასრულდა მსახიობის ცხოვრება. მთელი არსებით მიელტვოდა სიცოცხლეს და არა მარადისობას.
მსახიობის უკვდავება ხალხის,მაყურებლის საყოველთაო სიყვარულია.ამ სიყვარულით ვიხსენებთ მონატრებულ მსახიობს ერისთაველები.ნათელი მის ხსოვნას.