ლილი იოსელიანი

412420854 759032456266002 5953664919162991595 n

 კულტურის უძველესი ქალაქი და საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორი ქალბატონი....

თეატრალური ხელოვნების დიდი პედაგოგის შემოქმედებითი ცხოვრების უმშვენიერესი „გორული დღეები“....
ლეგენდარული ქალბატონი და გაცოცხლებული თეატრალური ქალაქი....
რა ბედნიერებაა,რომ გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან ისმოდა უნიჭიერესი რეჟისორის ლილი იოსელიანის ხმა და ორმაგად ბედნიერია მსახიობთა ის თაობა,რომლებმაც ქალბატონ ლილის ხელოვნების სკოლა გაიარეს.ბედნიერია ის მაყურებელიც,რომლებიც მის სპექტაკლებში ეზიარნენ ჭეშმარიტ თეატრლაურ ხელოვნებას . ეს იყო ზუსტად რეჟისორის შემოქმედებითი სიცოცხლის თვითმიზანი,ახლის შენების იმპულსებს რომ აძლევდა ხელოვნებას.
ქალბატონმა ლილიმ ერისთავის თეატრის სცენაზე თორმეტი რეიტინგული სპექტაკლი დადგა.ეს იყო ეროვნული სულიერების დიდი,ამაღლებული სამყარო.ამჯერად, გავიხსენებთ 1959-1960 წლის თეატრალურ სეზონში დადგმულ სპექტაკლს ვ.გაბისკირიას „შრიალებენ ვერხვები“.პიესის სწორი, გააზრებული, მართებული იდეური კომპოზიცია დამოუკიდებელი რეჟისორული ინტერპრეტაცია ,სპექტაკლის გამარჯვების საწინდარი გახდა. სპექტაკლში დაკავებულები იყვნენ მსახიობები:ქეთევან ბოჭორიშვილი,გიორგი ბასიშვილი,ჟუჟუნა კაბულაშილი,ერვანდ არაქელოვი,ბახვა ღონღაძე,ნარგიზა სალუქაშვილი,ვალერიან მარსაგიშვილი და სხვები.
ქალბატონ ლილის „გორული დღეების“ შემოქმედებითი მემკვიდრეობა,ერისთავის თეატრის დიდი მონაპოვარია.ნათელი დაადგეს მის ხსოვნას...