ოთარ ცერცვაძე

457381298 737122425211081 6702815856663384433 n


ოთარ ცერცვაძე.
გიორგი ერისთავის თეატრის შემოქმედებით ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა ჭეშმარიტად სულით ხორცამდე შემოქმედმა,თეატრის ყოფილმა მთავარმა მემანქანემ,ღირსების ორდენის მფლობელმა,მრავალი სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა ოთარ ცერცვაძემ.
ექვსი ათეული წლის განმავლობაში ბატონი ოთარი პირველი ეგებებოდა თეატრში მოსულ მაყურებელს თავისი მადლიანი მარჯვენით შექმნილი დეკორაციით. მას შეჰყავდა მაყურებელი იმ სამყაროში, სადაც მსახიობები იწყებდნენ ცხოვრებას.ეს კი მისეული ხელოვნება იყო,სფერო საკუთარი მხატვრული სახიერებისა.საოცრად დახვეწილი თეატრალური გემოვნება,პროფესიული თვალთახედვა და, რაც მთავარია,კულისებს მიღმა დარჩენილი დიდი ხელოვნება.
ექვსი ათეული წლის განმავლობაში მას ერთადერთი საფიქრალი ჰქონდა - თეატრის კეთილდღეობა.ვინ მოსთვლის,რამდენ ურთულეს სპექტაკლს შესძინა სახიერება.გორის თეატრის სცენაზე შეიგრძნო მან პირველად ხელოვნების უსაზღვრო სიყვარული.სცენა იყო მისი უპირველესი და უნაზესი საზრუნავი. ხშირად უნახავთ ბატონი ოთარი სცენაზე მდგომი,ღრმად ჩაფიქრებული,თითქოს გულის ფეთქვას უგდებდა ყურს. იგი იყო თეატრის დიდი ჭირისუფალი. ყოველი წარმატებისას სიხარულის ცრემლი სდიოდა თვალიდან და ამიტომაც შეარქვეს მას „ჯიგრია“ კაცი.
დიახ,ბატონი ოთარი ნამდვილად ღირსეული შემოქმედია თეატრის ლეგენდიდან.მის თვალწინ მოღვაწეობდნენ შესანიშნავი მსახიობები,რეჟისორები,მხატვრები,კომპოზიტორები,როლებმაც გორის თეატრის ვეებერთელა ეპოქა შექმნეს.ამ ეპოქიდან კი დღეს ერისთაველები დიდი სიყვარულით ვიხსენებთ ბატონ ოთარ ცერცვაძეს,ჩვენს „ჯიგრია“ შემოქმედს.
ნათელი მის ხსოვნას!
#ერისთავისთეატრისმუზეუმი