თურმან რევაზიშვილი
არიან ადამიანები, რომლებიც თავისი მაყურებლის სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობენ, რომლებიც თავის ბუნებას შესანიშნავად უთავსებენ ნიჭიერებასა და ადამიანობას, რომლებსაც უყვართ ხელოვნება, მშობლიური თეატრი, რომლებიც გარდა ხელოვნებისა, მოღვაწეობისა ცხოვრების მიზნად მეგობრობას და სიყვარულს ისახავენ.
ასეთი ადამიანი იყო ერისთავის თეატრის მსახიობი თურმან რევაზიშვილი. მას ძალიან უყვარდა ხელოვნება და ლიტერატურა.
ბატონმა თურმანმა თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი საინტერესო როლი განასახიერა ერისთავის თეატრში, რაც დღეს თეატრის კუთვნილებაა. მან თავისი სიცოცხლის დასასრულს იმ მიჯნას მიაღწია, როდესაც მასში ახალი უნდა დაბადებულიყო. იგი მიზნად ისახავდა ახალი შემოქმედების აღმასვლა. სამწუხაროა, რომ მას ეს აღარ დასცალდა.
წავიდა თეატრის დიდი ოჯახიდან და სულის სიღრმეში დატოვა დიდი ტკივილი.
ერისთვის თეატრი ყოველთვის დიდი სითბოთი გაიხსენებს მის ხსოვნას.
ნათელი მის ხსოვნას.