436481661 831645849004662 1784406272865623620 n

 მორის-შმაგი სამნიაშვილი.
განუზომელად დიდია ერისთავის თეატრის ახალგაზრდა ყოფილი მსახიობის შმაგი სამნიაშვილის ღვაწლი თავისი სამშობლოსა და ერის წინაშე. ის იყო არამხოლოდ ხელოვნების მსახური, არამედ საქართველოს გულმართალი ჭირისუფალი. ის ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი სამშობლოს სამსახურში. შმაგი თავდაუზოგავად იბრძოდა ქართული ცნობიერების გაცოცხლება-აღდგენისათვის. მან ღირსეულად ატარა ის დიდი ტვირთი, რომელსაც სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული მოითხოვდა.

ერისთავის თეატრში შმაგი სამნიაშვილმა თავი დაგვამახსოვრა შემდეგი სპექტაკლებით : ა. დიდგრენის „ ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, პ. ტოროდოვის „გველეშაპის ქორწინება“, რაფაელ მამულაშვილის „ გამოცდა“, ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“. მისი ხანმოკლე ცხოვრების ყოველი წუთი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა.
ძნელია ისაუბრო წარსულში სიცოცხლით სავსე ახალგაზრდაზე, რომელიც იყო ხალხის დიდი იმედი, ძალისა და რწმენის მიმცემი, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ქალაქ გორში.
ნათელი ჰქონდეს მის ხსოვნას მარადიულად.
თეატრის მუზეუმი.