შალვა ხერხეულიძე

441536499 859874249515155 2698822592733264933 n

 1958 წლის 18 მაისი. საქართველოს თეატრალური საზოგადოება და ერისთავის თეატრი აღნიშნავდა საქართველოს სახალხო არტისტის დაბადების 50 წელს. გორის თეატრის ხუთასკაციანი დარბაზი სავსე იყო მოწვეული სტუმრებით და მაყურებლებით. საღამო შესავალი სიტყვით გახსნა სსრკ სახალხო არტისტმა, სტალინური პრემიის ლაურეატმა ვერიკო ანჯაფარიძემ, ჟურნალ ,, საბჭოთა ხელოვნების ,, მთავარმა რედაქტორმა ოთარ ეგაძემ, ისაუბრა მსახიობის შემოქმედებით მოღვაწეობაზე.

ბატონ შალვა ხერხეულიძეს მიესალმნენ სსრკ კავშირის სახალხო არტისტები, სტალინური პრემიის ლაურეატები: აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, ემანუელ აფხაიძე, პიერ კობახიძე და სხვები.... შემოქმედებითი წლები საოცარი სისწრაფით მიჰქროდნენ. იყო სამოცდაათი, ოთხმოცი წლის აღსანიშნავი საღამოები....
დღეს, 2024 წლის 21 მაისს ბატონ შალვა ხერხეულიძეს, თეატრისა და კინოს უნიჭიერეს აქტიორს დაბადებიდან ას თექვსმეტი წელი შეუსრულდებოდა .მთელ საქართველოს უყვარდა საყოველთაოდ აღიარებული შემოქმედი, ხერხეულიძეთა გვარის ღირსეული წარმომადგენელი, რომლის კაცური ცხოვრება და სცენიური სიცოცხლე თეატრისადმი ერთგულების საუკეთესო მაგალითი იყო თაობებისთვის.
შალვა ხერხეულიძე პავლე ფრანგიშვილთან ერთად იბრძოდა გორის თეატრის აღორძინება - განვითარებისთვის, მასთან ერთად ქმნიდა ერისთავის თეატრის მდიდარ ისტორიას, საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობით ამდიდრებდა მის შემოქმედებით რეპერტუარს. თანაბარი ოსტატობით ქმნიდა მსახიობი ურთულეს სახეებს: ვახტანგ მეექვსე ( დ. ქორქია ,, დ. გურამიშვილი ‘’), თეიმურაზ პირველი ( ი. ვაკელი ,, გიორგი სააკაძე ’’), ბაშიაჩუკი ( ა, წერეთელი ,, ბაშიაჩუკი“ ), თედორე ( ო. ჩხეიძე ,, თედორე “ ), და სხვა. კინოში მსახიობს ოცდაათამდე როლი აქვს შესრულებული. ,, მისი შემოქმედების მზე დიდხანს იდგა ზენიტში, გვარით, წარმომავლობით, ნიჭიერებით, ბრწყინავდა მისი აქტიორული ხელოვნება, ჩვენებული, ძარღვიანი ქართული მადლით“ - წერდა ხელოვნებათმცოდნე ქეთევან გოგიაშვილი.
ერისთავის თეატრის სცენაზე ბრწყინავს საქართველოს სახალხო არტისტის შალვა ხერხეულიძის ვარსკვლავი და მთელ საქართველოს ნათელსა ფენს. ,, ღიმილის ბიჭების პაპა“ განაგრძობს არსებობას ჩვენს მეხსიერებაში, თეატრალურ აფიშებსა და კოსტიუმებში, ფოტო-მასალებსა და კინო ფილმებში. დღეს ბატონი შალვა გვასწავლის თანამედროვეებს , როგორ უნდა ატარო ღირსეულად ადამიანობის ტვირთი და შემოქმედის საპატიო სახელი.
მივუყვებით კულტურის უძველეს თეატრალურ ქალაქში შალვა ხერხეულიძის სახელობის ქუჩას და საოცარი გრძნობა გვეუფლება - ერისთავის თეატრი ჭეშმარიტად, ლეგენდარული არტისტების თანავარსკვლავედია.
ნათელი მის ხსოვნას.
ერისთავის თეატრის მუზეუმი.

441459104 859874416181805 8325372090974506894 n  441522168 859874266181820 4618348275914826798 n    442409245 859874349515145 4132150247514090325 n  442416958 859874392848474 3904344267669920841 n  442418059 859874319515148 1895942096774029889 n  442436689 859874432848470 3461062578015134941 n  442473850 859874242848489 344866162513824410 n  442499095 859874276181819 5643250644283716963 n

442435605 859874326181814 3027881896522589523 n  442504772 859874306181816 2504953900481129002 n  442483917 859874369515143 1777060900424457044 n