გიორგი აბრამიშვილი
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის,ცნობილი რეჟისორის გიორგი აბრამიშვილის მოღვაწეობის წლები (1961-1967წ.წ. 1971- 1975წ.წ) გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შემოქმედებითი ისტორიისათვის ფასდუდებელი საგანძურია.
მის მიერ დადგმული სპექტაკლები ყურადღებას იპყრობს ეროვნული კოლორიტით,სიმართლის გრძნობით, სახეთა გამომსახველობით,მდიდარი რეჟისორული მიგნებებით,გონებამახვილური მიზანსცენებით,ნიჭიერი რეჟისორის დიდი შესაძლებლობებით.
დღეს, როდესაც თანამედროვენი ვეცნობით მის სპექტაკლებს, თვალწინ გვიდგება ხელოვნებაზე უსაზღვროდ შეყვარებული შემოქმედი,ერთგული და კეთილსინდისიერი მსახური ქართული ხელოვნებისა.
თეატრის მუზეუმში დაცულია მისი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტო-დოკუმენტური მასალა.