ეთერ მოციქულაშვილი

402943837 741457018023546 8913390254710301426 n


რაც დრო გადის,ერისთავის თეატრის მდიდარი შემოქმედებითი წარსული უფრო დიდსა და ღრმა შინაარს იძენს.დღეს, იმ დიდი თეატრალური ეპოქიდან უაღერსად ნიჭიერი რეჟისორები, მხატვრები,კომპოზიტორები,მსახიობები,აფიშებიდან, ფოტო-მასალიდან, თეატრალური კოსტუმებიდან,ხელნაწერებიდან გვახსენებ თავს, მათი ღირსეული ცხოვრება და შემოქმედება ფასდაუდებელი საგანძურია თეატრისათვის.

კულტურის უძველესი ქალაქის მაყურებელი დიდი სიყვარულით გაიხსენებს საქართველოს დამსახურებულ არტისტს ეთერ მოციქულაშვილს.მხოლოდ სცენის რჩეულ ოსტატებს ხვდებათ ხოლმე ის დიდი სიყვარული, როგორითაც მსახიობი სარგებლობდა. ხუთი ათეული წელი ღირსეულად ემსახურა თეატრს. როლების ჩამონათვალი ვრცელია ,მსახიობის აღიარება კი- უსასრულო. უბედნიერესი წლებია. მაგრამ , სამწუხაროდ შვილის -გოგი ლეჟავას გარდაცვალებამ ყველაფერი დაასრულა. მძიმედ დაეშვა უკანასკნელად მსახიობის შემოქმედებითი ფარდა მშობლიური თეატრის სცენაზე.
მაყურებელი კი უსასრულოდ ელოდა მის გამოჩენას ერისთავის თეატრის სცენაზე.