თეატრის შესახებ

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი დაარსდა 1845 წელს.

გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა XIX საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.

1874 წელს გორში იქმნება „სცენისმოყვარეთა წრე“. მათი პირველი წარმოდგენა („ძუნწი“) საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“ და ი. ერისთავის მიარ გადმოკეთებული კომედია „ძალად ექიმი“.