ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
ნოკოლოზ ჰაინე-შველიძეს პროფესიული განათლება საქართველოში და გერმანიაში აქვს მიღებული. ის 25 წელზე მეტია ემსახურება ქართული თეატრს, როგორც რეჟისორი და სპექტაკლების მხატვრული გამფორმებელი. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ასევე რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის ერთ-ერთ დამფუძნებელია და არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული ამ სცენაზე. გარდა ამისა, იგი არის არაერთი მასობრივი ხასიათის ღონისძიების რეჟისორი (სახალხო ზეიმი „თბილისობა 2013“ - რეჟისორი; 2017 წელს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიება - რეჟისორი; 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - კრეატივი/დაგეგმარება და სხვა).
ერისთავის თეატრი
. ამირ დეჟაქამი "დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო" - 2022 წელი
. გიორგი ერისთავი "უჩინმაჩინის ქუდი" - 2022 წელი
. "მე მოვალ-სიზმარი" გალაკტიონის ლექსებზე და ჩანაწერებზე აგებული ლიტერატურული სპექტაკლი. 2023
. ნოდარ მაჭარაშვილი "ქეიფი სოლოლაკში" - 2023 წელი
. "სიყვარულო ძალსა შენსა" (მსოფლიო სასიყვარულო პოეზიაზე აგებული სპექტაკლი) - 2024