ლაშა ჩხარტიშვილი რეცენზია - ხალხი ირჩევს კრეონს!
@ ლაშა ჩხარტიშვილი
გორის თეატრში სპექტაკლზე „ანტიგონე“ მისულ მაყურებელს თეატრის ვესტიბიულში საგანგებოდ მოწყობილი საარჩევნო ოლქი, მთელი თავისი ატრიბუტიკით - საარჩევნო კაბინებით, გამჭირვალე ყუთითა და დამკვირვებლებით ხვდება. თეატრის კაპელდინერები მაყურებელს საარჩევნო ბიულეტენს აწვდიან და ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას თხოვენ. საარჩევნო ბიულეტენში ჩამონათვალში სამი კანდიდატია, მათგან ერთი თებეს მმართველი გახდება.